Friday, November 16, 2012


პროექტი
პროექტის სახელი: ქართული მუსიკალური საკრავები ქართულ ხალხურ ზღაპრებში
ავტორი:  ნინა კოკაია
პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა ხალხურ ზღაპრებში გამოყენებული მუსიკალური საკრავების შესახებ მასალების მოძიება,მუსიკის როლის განსაზღვრა ზღაპრებში პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოახდენენ დაკვირვებას ზღაპარზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე,გაიხსენებენ მუსიკალურ ნაწარმოებთან დაკავშირებულ ზღაპრებს,განავითარებენ მუსიკის მოსმენის უნარ-ჩვევის,საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემის უნარს
მონაწილეთა ასაკი:7-10
ვადები-ნებისმიერი 2თვე,სასწავლო წლის დამთავრებამდე
პროექტის შესაძლო აქტივობები:მასალების მოძიება ლიტერატურიდან, ხალხური საკრავების გაცნობა,ფრაგმენტის მოსმენა სალამურისა და ჩონგურის ჟღერადობით,ხატვა,პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან მუსიკალური საკრავების ისტორიას, მოიძიებენ ინფორმაციას მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ გამართავენ თეატრალურ წარმოდგენებს ხალხური მუსიკალური საკრავების გამოყენებით.
სარგებელი სხვისთვის: გაეცნობიან მუსიკალური საკრავების ისტორიას მუსიკის როლს ადამიანის ცხოვრებაში
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან კავშირი: ხელოვნება,მუსიკა
ხელოვნება:ხელოვნების სხვადასხვა დარგების  გაცნობა (ლიტერატურის ჟანრიდან-ზღაპარი,მუსიკა,ხატვა )ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა,მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ფოტოების,ნახატების გამოფენა,პრეზენტაცია.
მუსიკა:ინფორმაციას მოსმენილი ნაწარმოების შესახებ აკავშირებს ყოველდღიურობასთან,ამოიცნობს ზოგიერთ მუსიკალურ საკრავს.
პროექტის ფასილიტატორი: ნინა კოკაია
პროექტის ფასილიტატორის
E-mail: ninakokaia@gmail.com